ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი 29 დეკემბერს უყრის კენჭს

0
პარლამენტი

width="150"ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი 29 დეკემბერს უყრის კენჭს. მანამდე კი დღეს საკანონმდბელო  ორგანოში ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები განიხილავენ, თუ როგორ მოხდება კომიტეტებსა და ფრაქციებში დაჩქარებული წესით სამთავრობო კანდიდატების პროგრამების მოსმენა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი კახიანი აცხადებს, მსგავსი პროფილის კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ მინისტრებს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატები უკვე წარადგინა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა არ იცვლება, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად კი მიხეილ ჯანელიძეა წარდგენილი.