ზუგდიდსა და სამეგრელოში ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი 15-20 სანტიმეტრს აღწევს

0

zugdidi-tovliზუგდიდსა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტევში ამ დროისთვის გადაუღებლად თოვს. ჯერჯერობით თოვლს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა დილის საათებში ზუგდიდის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. მოგვიანებით კი მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდებაც აღუდგა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, 13:00 საათის მონაცემებით სამეგრელოში 3.000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს მომსახურების პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ურიდიამ smo news-ს განუცხადა, ცალკეული ჯგუფები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მისივე განმარტებით, დღის ბოლომდე მოსახლეობას სრულად აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

3775_1057200677634799_9078811794898561630_n1915442_1057200697634797_8289585908041785859_n1524568_571181383029461_4928316155130011581_n1424409_1057200710968129_4045636289007771520_nცნობისათვის, თოვლის საფარმა სამეგრელოსა და ზუგდიდში 15-20 სანტიმეტრს მიაღწია. ამ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა -1 -3 გრადუსამდე აღწევს. საგანგებო შტაბი, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქის ქუჩების, ასევე, სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ცენტრალურ გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, რომელიც გზებზე მიმოსვლას აადვილებს.

სხვა ახალი ამბები: