დიდთოვლობა – ბოლო მონაცემები სამეგრელო-ზემო სვანეთიდან

0

bolo monacemebiსამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში დილიდან აღარ თოვს, თოვლის სახით მცირე ნალექი მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. წუხელ კი მთელი ღამის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვდა.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში და დილიდან გაწმენდითი სამუშაოები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. უკვე გაწმენდილია ცენტრალური გზები, ამჯამად მძიმე ტექნიკა შიდა გზების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უკვე აღდგენილია მოძრაობა მესტიის მიმართულებით. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 8 ათასამდე აბონენტს. ეს ციფრი წუხელ, 22:00 საათისთვის 2600 არ აღემატებოდა, თუმცა თოვლის სახით უხვი ნალექის გამო ელექტროგადამცემი ხაზები რამდენიმე მუნიციპალიტეტში მწყობრიდან გამოვიდა. დილიდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. უკვე დილიდან გასულია, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ აღდგენით სამუშაოებს.

რეგიონში გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არა არის, პრობლემა რაც გუშინ 5 საცხოვრებელ კორპუსს ზუგდიდში ჰქონდა აღმოფხვრილია.

დიდთოვლობის გამო წუხელ ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ადგილზე დროულად გამოცხადდა სამაშველო სამსახური. ათივე დაზიანებულ სახლში უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები. რომლებმაც მოქალაქეებს პირველადი დახმარება გაუწიეს, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. როგორც ზუგდიდის გამგებელმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, ყველა დაზარალებულს სათანადო დახმარება გაეწევა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი.

სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მოქმედებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი.

დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური შტაბი: 591 41 77 18

ფოთის შტაბი: 0493 22 12 95 ,591410326

აბაშის შტაბი: 599 855766

სენაკის შტაბი:  599 85 75 90; 591 90 20 90

ქალაქ ზუგდიდის შტაბი:- 591  44  53 12

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შტაბი: –  0415 25 01 23

წალენჯიხის შტაბი:-   599 87 66 88; 599 85 85 77 77

მესტიის შტაბი:  577 92 06 00

სხვა ახალი ამბები: