ზუგდიდის გამგებელმა დღის ბოლოს საგანგებო შტაბის სხდომა გამართა

0

Toloraiaaaზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლმა ედიშერ თოლორაიამ საგანგებო შტაბი დღის ბოლოს ისევ შეკრიბა. შტაბის თავმჯდომარემ მოისმინა სტიქიის ზონებიდან მიღებული ინფორმაცია და შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. ამ დროის მონაცემებით, უხვმა თოვლმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 8 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ისევ ეპიცენტრად რჩება ზედაეწერის, ტყაიის, ჩხორიის, რიყის, ჭკადუაშის გზები.

ამ წუთებში გზებზე ისევ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი წუხელ საგანგებო თათბირის მსვლელობისას დაუკავშირდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს და დაზარალებული ოჯახების სახურავების შეკეთებაზე ფონდიდან თანხების გადმორიცხვაზე თანხმობა მიიღო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო შტაბმა მუშაობა 2 იანვარს დაიწყო და სტიქიის ლიკვიდაციამდე 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ამ დროისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 17 საცხოვრებელ სახლს აქვს დაზიანებული სახურავი. ასევე დაზიანებულია კახათის კოოპერატივის შენობის სახურავი და ზედაეწერის ყოფილი პოლიკლინიკის შენობის სახურავი. დაზარალებული ოჯახები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და საგანგებო შტაბის წარმომადგენლებმა დღის საათებში მოინახულეს.