ხმაური დევნილთა ჩასახლებაში – ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა “ნაციონალებს” კარები ჩაუკეტეს (ვიდეო)

0

უკვე მეექვსე დღეა რაც ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები შიმშილობენ. მათი მოთხოვნები აპოლიტიკურია და სოციალური ფონის გაუმჯობესებასა და საცხოვრებელი ფართების გამოყოფას ითხოვენ. მოშიმშილე დევნილებმა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი არ შეუშვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პოლიტიკისგან შორს დგანან და არც არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ მათი სახელით მოახდინონ პოლიტიკური ქულების მოპოვება.

საინფორმაციო სააგენტო smo news-ის კამერამ შეძლო აღნიშნული ფაქტის დაფიქსირება. გთავაზობთ ვიდეოკადრებს უკომენტაროდ.