სამეგრელოს საოლქო პროკურორი სავარაუდოდ ნათესავმა მოკლა (ვიდეო)

0

natesavma-moklaსამეგრელო-ზემო სვანეთის საოლო პროკურორი ვახტანგ ქირია სავარაუდოდ ნათესავმა, 50 წლამდე მამაკაცმა ვინმე ბიძინა კუჭავამ მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს. სავარაუდო მკვლელმა კი პოლიციელების დანახვისთანავე თავი მოიკლა.

5 დღის წინ გაუჩინარებული სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი თბილისში მოკლული გუშინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტს უკვე ადასტურებს მთავარი პროკურორის მოადგილე. 

ვახტან ქირიას ცხედარი სამართალდამცველებმა ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის 24-ე კორპუსში აღმოაჩინეს. მიცვალებული ექსპრტიზაზე გადაასვენეს. 

შემთხვევის ადგილზე მისულები იყვნენ მთავარი პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი.