პრემიერი: “ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე”

0

kvirika-giorgiპრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის მუშაობაში ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი რეგიონული განვითარება უნდა იყოს. “რეგიონებში სხვა რეალობაა და ამ ადამიანებს არ გააჩნიათ შეგრძნება იმისა, რომ მათ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა აქვთ”-განაცხადა პრემიერმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

„რეგიონული განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი, იმიტომ, რომ ხშირად ხდება, ჩვენ გვაქვს შეგრძნებები, რომ რაღაცებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო სხვა ადამიანებით.

იქ სხვა რეალობაა და ამ ადამიანებს არანაირი შეგრძნება იმის, რომ მათ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა აქვთ, არ გააჩნიათ.

ამიტომ, ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე. რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე და ასევე, ამ პროექტების სწორ პრიორიტეტეზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდნენ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომლებიც არის რეგიონში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.