ცაიშში მოყვანილი ბოსტნეული კონკურენციას უწევს იმპორტირებულ პროდუქტს

0

kitri-pomidoriზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში 2200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ზაზა გვათუამ სასათბურე სისტემა გამართა.  გვათუას მეურნეობაში მოყვანილი კიტრი და პომიდორი ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და კონკურენციას უწევს იმპორტირებულ პროდუქტს. ახლო მომავალში ინდმეწარმე რუსეთის, შემდეგ კი ევროპის ბაზარზე გასვლასაც არ გამორიცხავს.

სათბურების გამართულ მუშაობას ხელსაყრელი პირობებიც განაპირობებს. ბუნებრივ ცხელ წყალს, რომელიც წლების მანძილზე მდინარეში ჩაედინებოდა, ზაზა გვათუა საკუთარი მეურნეობისათვის იყენებს. უკვე მეორე სეზონია, რაც სათბურს ამუშავებს, გასულ წელს 35 ტონა მოსავალი აიღო, წელს კი 50-60 ტონის აღებას ვარაუდობს. პროდუქციის რეალიზებას არ უჩივის, თუმცა მიაჩნია, რომ თანდათან იმპორტირებულის ქართულით ჩანაცვლება უნდა მოხერხდეს.

სათბურში მუდმივად 5 ადამიანი მუშაობს, პერიოდულად, ინტენსიური კრეფის დროს კი 10-12 ადამიანი საქმდება.  ინდმეწარმემ 60 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, მთლიანობაში სასათბურე სისტემის გამართვისათვის კი 120 ათას დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდა.

წყარო:bpn.ge