აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ღორის გრიპის გავრცელებას უარყოფს

0

apsnyდე-ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რესპირატორული დაავადებების აფეთქება ეპიდემიად ვერ ჩაითვლება. ამის შესახებ შესაბამის უწყებაში გამართულ თათბირზე ისაუბრეს.
ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით გრიპის ვირუსები ჩვეულებრივ წელიწადის ამ დროს აქტიურდებიან და მნიშვნელოვანი ზრდის დინამიკა გასულ წელთან შედარებით დიდად არ შეინიშნება.

ცნობისათვის, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებელმა ტელეკომპანია “აბაზა ტვ”-მ გაავრცელა ინფრომაცია H1N1 ვირუსით სოხუმის მკვიდრის გარდაცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის გრიპის ვირუსის გამოვლენიდან მეხუთე დღეს მიმართა. გართულებების გამო პაციენტი რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. რუსულ ლაბორატორიაში დადგინდა, რომ მამაკაცი H1N1 ვირუსით, ე.წ “ღორის გრიპით” გარდაიცვალა.