დავა მიწისზედა გადასასვლელზე – ჩაწოლილი ბიზნესი და “დაგკრიშე” დეპუტატების თემა ზუგდიდში

0

gadasasvleliზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიზისზედა გადასასვლელის დაკეტვასთან დაკავშირებით დავა წინა კვირას მიმდინარეობდა. საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხის გატანას წინ ე.წ “კოკა-კოლას” სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეთა საპროტესტო აქცია უძღოდა. საკრებულოში აღნიშნული საკითხი ოპოზიციის ნაწილმა გააპროტესტა და საჭიროდ ჩათვალა დაკეტილი მიწისზედა გადასასვლელის გახსნა. ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა, რომ მიწისზედა გადასასვლელი ისევ ჩაკეტილად უნდა დარჩენილიყო, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბათლომე შელია აღმოჩნდა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე ბათლომე შელიამ მიწისქვეშა გადასასვლელის ზემოთ გახსნილი გადასასვლელის დაკეტვა პირდაპირ მოითხოვა. მის მოთხოვნას საკრებულოშიც მითქმა მოთქმა მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან, თუმცა აღნიშნული თემა მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა.

11223614_498440843665510_7497128938175524761_oakeksandre“…ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის რომ საკრებულოს დეპუტატები საკუთარ განცხადებებს ვაჭრობის საგნად აქცევენ და მხოლოდ იმისთვის ჭირდებათ რომ მერე ვიღაცეებს უთხრან ხომ ხედავ მე “დაგკრიშე”-აღნიშნული სტატუსი საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძემ სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე დადო, თუმცა ადრესატები არ მიუთითებია. სავარაუდოდ facebook სტატუსი ანა წითლიძემ თანაპარტიელ ბათლომე შელიას მიუძღვნა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ხელისუფლებასთან გარიგებაშიც დაადანაშაულა.

ფაქტი ერთია. აღნიშნული გადასასვლელი დღემდე ხელისუფლებას არც გაუხსნია. საინფორმაციო სააგენტო smo news-ის წყაროს ცნობით კი გადასასვლელი სავარაუდოდ არც გაიხსნება, რადგან ამავე ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც მოქალაქეებისთვის უფრო უსაფრთხოა და თანაც კომფორტული.

მერიაში შემოსულია ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის, სავაჭრო ცენტრ ,”ალიანსი”- ს არენდატორების, სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებისა და მგზავრების ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს 330 მოქალაქე აწერს, რითაც დროებითი საფეხმავლო გადასასვლელის მუდმივად დაკანონებას ითხოვს, რაზეც საბოლოო გადაწყვეტლება ჯერჯერობით ქალაქის მერიაში არ მიღებულა. ამჟამად მიმდინარეობს დაკვირვება ქვეითად მოსიარულეთა ნაკადზე და აღნიშნული საფეხმავლო გადასასვლელის არსებობის პრაქტიკულ აუცილებლობაზე, რის შემდეგაც ქალაქის მერია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”-აცხადებენ ქალაქ ზუგდიდის მერიაში.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, სავარაუდოდ ე.წ “კოკა-კოლას” სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეების მიერ დაწყებული აქციები მართულია. გამორიცხული არ არის მოვაჭრეთა უკან ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია იდგეს, რომელმაც გამგებლობის პერიოდში აღნიშნული ობიექტი შეიძინა და დღემდე მის დაქვემდებარებაშია.

რას ფიქრობენ მოქალაქეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

“ეს ე.წ “გაზონები” ნაციონალური მოძრაობის დროს გაკეთდა ზუგდიდში. ზუგდიდის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ კი სავაჭრო ცენტრის წინ “კარიბჭე” გაიხსნა, რომელიც იმ პერიოდშიც მიუღებელი იყო. ზუგდიდელებს ეს მაშინაც არ მოგვწონდა. თუმცა მაშინ ვინ გაბედავდა ხმამაღლა რამის თქმას. და რა არი აქ გასაოცარი? ამოიქოლა ის ადგილი, რომელიც თავიდანვეც ასე უნდა ყოფილიყო”

“ჩემთვის არ აქვს მინიშვნელობა სად იქნება გადასასვლელი. მთავარია, რომ იყოს. ხომ გვაქვს ახლა მიწისქვეშა გადასასვლელი და გვაკმაყოფილებს ეგ”

“ვიღაც-ვიღაცეებს არ აწყობთ ის, რომ გადაიკეტა ეს გადასასვლელი. ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის არსებობს გადასასვლელი, თანაც ბაზრის წინ. კომფორტული და მშვენიერია”-აცხადებენ ზუგდიდელები.

საინფორმაციო სააგენტო smo news აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ კვლევას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

სხვა ახალი ამბები: