ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო “ინსპექტორის რჩეული” გახდა

0

12651063_516761678501791_7069316892294109749_nთბილისის საკრებულოს შენობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებას, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, როგორც გამარჯვებული ნომინაციაში „ინსპექტორის რჩეული“ საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას ხელმძღვანელობით მიპატიჟებული იქნა საკრებულოს აპარატის (ნ. პაპასკირი, ლ. ხარებავა, თ.ჯიქია, თ.თოდუა) დაჯილდოების ცერემონიალზე.

12593825_516761661835126_4712870325327721304_o12622105_516762005168425_4279698255733183735_o12633758_516761675168458_6375235562168171341_o12651063_516761678501791_7069316892294109749_nსაკონკურსო პოსტერი ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საქმისწარმოების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა გიგა ფარულავამ შექმნა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სახის საჩუქრებით.