პრემიერი არჩევნებამდე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

0

kvirikaპრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის არსებულ სასჯელებთან დაკავშირებით ცივილიზებულ ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას გადახედოს.

“მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, იქნებ გადახედოთ, რას ითვალისწინებს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჩვენი კოდექსი. რამდენადაც ვიცი, იქ არის ფულადი ჯარიმები, თუ სხვა ასეთი საკმაოდ მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული. იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.