პრემიერმა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში საინტერესო უწოდა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლას “საკმაოდ საინტერესო” უწოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, სასიხარულოა რომ პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან პროგრამას იზიარებს.

“საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ იგი მიესალმება ოთხპუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისთვის საქართველოში კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს როგორც შიდა, ასევე საგარეო იმიჯისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: