წალენჯიხასა და ჯვარში “სათნოების სახლი” ამოქმედდა

0

წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, ქალაქ წალენჯიხასა და ჯვარში ფუნქციონირება დაიწყო “სათნოების სახლ”-მა, სადაც 224 ბენეფიციარი ყოველდღიურად ღებულობს სხვადასხვა სახის კერძსა და ტკბილეულს.

დღეს 9 თებერვალს, „სათნოების სახლს“ ესტუმრნენ და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა და ქალაქ წალენჯიხის წარმომადგენელი ტარიელ ჯანჯღავა.

შეხვედრისას ბენეფიციარებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის გამგებელს კვებითი მენიუს გაუმჯობესებისა და გულისხმიერებისათვის. ასევე მათ მადლიერება გამოხატეს წალენჯიხის სათნოების სახლის დირექტორის- გიორგი ჭანიას მიმართ.