ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო “ნათინვესტი” გაიხსნა

0

სახელმწიფოს ხელშეწყობით სამეგრელოში კიდევ ერთი თხილის საწარმო ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ, ზუგდიდში ახლადაშენებული თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნათინვესტი“ დაათავლიერეს და საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნენ.

12695427_1010386592374464_1279782426_o12674216_1124449957566728_592775948_n12714088_1124449930900064_694653065_n12714406_1124449927566731_1243097746_nსაწარმოს დირექტორის თქმით, საწარმოში 50 ადამიანი დასაქმებული. საწარმო  უზრუნველყოფს დამტვრეული, დაკალიბრებული და  გამშრალი თხილის წარმოებას. “ნათინვესტი“ წლიურად გეგმავს 300 ტონა მზა პროდუქციის წარმოებას. პროდუქცია გადის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში.

საწარმოში 430,000 აშშ დოლარის სრული ინვესტიცია განხორციელდა. აქედან გრანტი  172,000 აშშ დოლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 215,000 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ექსპლოატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა.

სხვა ახალი ამბები: