უხელფასოდ დარჩენილი მუშები და გაუჩინარებული დირექტორი – საპროტესტო აქცია ზუგდიდში (ვიდეო)

0

ქალაქ ზუგდიდში მერიის შენობასთან წინ საპროტესტო აქცია შ.პ.ს ” ამო 2014″-ის მუშებმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნული შპს-ს ხელმძღვანელმა ამირან კარტოზიამ  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტროტუარებზე ფილების დაგებისთვის მუშებს კუთვნილი 4 თვის ხელფასი არ გადაუხადა და მიიმალა.

“დამქირავებლებთან კონტაქტი დეკემბერში დავკარგეთ, ვერ ვუკავშირდებით. მერიას დახმარებას ვთხოვთ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შ.პ.ს ” ამო 2014″-ის ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობას სთხოვენ.

მერიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ. აქვე განუმარტეს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მერიამ კომპანიას თანხა ჩაურიცხა.

“ჩვენ ხელშეკრულება შპს “გზამგებთან” გვქონდა დადებული. შპს “ამო 2014″კი ამ შპს-ს ქვეკონტრაქტორია და ჩვენ მათთან უშუალო კავშირი არ გვაქვს. ჩვენ შპს “გზამგებს” უკვე დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ მათ თავის მხრივ ქვეკონტრაქტორთან თანხა გადარიცხული აქვთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მერიის ქალაქთმშენებლობის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიქავამ.