ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელოში ჩასახლებული დევნილები მოინახულა

2

mtavrobaაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს სამეგრელოში ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.  ყოლბაია სამეგრელოს ოთხ რაიონს, სენაკს, ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას ეწვია. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დევნილთა სოციალური მდგომარეობითა და საცხოვრებელი პირობებით დაინტერესდა. ვახტანგ ყოლბაია დევნილებს დახმარებას დაჰპირდა.

“მე ბოდიში მინდა დევნილ მოსახლეობას მოუხადო იმის გამო, რომ აქ მე კარგა ხანია არ ვყოფილვარ. მე ადგილზე გავეცანი მათ მდგომარეობას და მინდა გითხრათ, რომ საქმე წინ დიდად არ წაწეულა. მიუხედავად ამისა ის პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ არის აბსოლიტურად მოგვარებადი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სოციალური პირობები და საერთო მდგომარეობა საგრძნობლად იქნას გაუმჯობესებული. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ მათ დასახმარებლად”-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სხვა ახალი ამბები: