მოსახლეობის უფასო სკრინინგული კვლევა C ჰეპატიტზე წალენჯიხაში

0

დღეს, 24 თებერვალს 11 საათიდან, ქალაქ წალენჯიხის კლინიკურ- დიაგნოსტიკურ ცენტრში (ცენტრალური აფთიაქის შენობაში) მიმდინარეობდა მოსახლეობის უფასო სკრინინგული კვლევა C ჰეპატიტზე. აღნიშნული პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივივად შეიმუშავეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა უფასოდ ჩაეტარებინათ ტესტირება C ჰეპატიტზე.  ასევე, ყველა მსურველს შეეთავაზეს უფასო სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე.