ედიშერ თოლორაია მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროექტ “აწარმოე საქართველოში” მაქსიმალურ ჩართვას ურჩევს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, დღეს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროექტი „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია წარუდგინა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მეწარმეებს პროექტებში მაქსიმალური ჩართვა ურჩია.

გამგებლის განცხადებით, ხელისუფლება დაინტერესებულია ამ პროექტის ამოქმედებით ხელი შეუწყოს და განავითაროს მცირე მეწარმეობა.მოხდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ახალი ინიციატივების განხორციელება, რაც ჩვენს მოსახლეობასა და ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს.

პროექტის მიზნობრიობაზე და აუცილებლობაზე მეწარმეებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ოთარ ანთია ესაუბრა. მისივე განცხადებით 2016 წელს სახელმწიფომ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი გაითვალისწინა. პროექტები მხოლოდ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. პროგრამის მიზანი მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგიონალური პროდუქციის დივერსიფიკაციაა. გამარჯვებული კონკრეტული ბიზნეს იდეა ერთი ინდივიდისთვის 5000 ლარით ფინანსდება. თანამონაწილეობა კი მხოლოდ 20%–ია. ამხანაგობის შემთხვევაში თანხები იზრდება.

პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს, სააგენტო ბიზნეს კონსულტაციას გაუწევს. პრეზენტაციას სამეგრელოს რეგიონში მოქმედი მცირე მეწარმეები და სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: