“ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციას ედიშერ თოლორაია უხელმძღვანელებს

0

დღეს 25 თებერვალს, ზუგდიდში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ვიცე-პრემიერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.

“ქართული ოცნების” დღევანდელ კონფერენციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კოალიციის მხარდამჭერები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კონფერენციზე აირჩიეს ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ედიშერ თოლორაია, პოლიტიკური ბიუროს წევრბი და დელეგატები.

“ქართულმა ოცნებამ” სწორედ ზუგდიდში აჩვენა პოლიტიკური ტოლერანტობის მაგალითი და ასე იქნება მუდამ. ჩვენ მზად ვართ ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ ყველა ფრონტზე და ვიბრძოლოთ მისი კეთილდღეობისთვის.  მე მჯერა, ზუგდიდელები ხედავენ ხელისუფლების და მმართველი პარტიის დამოკიდებულებას და მონდომებას. ასე იქნება მომავალშიც და გეტყვით რომ უკეთესადაც.  ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩემთვის არა მარტო საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანია ჩემი რაიონისა და ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობა. ხალხის დასაქმება და ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც გეგმაში გვაქვს. ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ”-აცხადებს “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

სხვა ახალი ამბები: