პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რობერტ აბსანძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა

0

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ზუგდიდელი მხატვრის, კერამიკოსის, რობერტ აბსანძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობდა. მხატვარმა გამოფენა პედაგოგის, ალდე კაკაბაძის ხსოვნას მიუძღვნა. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ქანდაკებები, ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები.

პერსონალური გამოფენის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გემგეობის, მერიისა და ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელები ესწრებოდნენ. საღამოს კამერული მუსიკის ჰანგები ამშვენებდა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მხატვრის შემოქმედება შეაფასეს.