8 ქართველ ტყვეს ენგურის ხიდზე რამდენიმე წუთში ელოდებიან

0

რამდენიმე წუთში ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე რვა ქართველ ტყვეს გადასცემენ. ტყვეებს შორის ერთ-ერთი ქალია, რომელიც აფხაზზურმა მხარემ აფხაზური კანონების შესაბამისად დააკავა. დრანდის ციხიდან გათავისუფლებულ ქართველ პატიმრებს, აფხაზური კანონის თანახმად 20-21 წლით აქვს თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

ქართველი ტყვეები დრანდის ციხიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გაათავისუფლეს და როგორც smo news-ს წყარომ განუცხადა, ისინი უკვე გზაში არიან. ენგურის ხიდთან ქართველ ტყვეებს ახლობლები და ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდებიან.