ზუგდიდის გამგებელი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა

0

ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ ფრეკონს სტრასბურგში შეხვდა. თოლორაია ფრეკონს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშოაბის გეგმა გააცნო.

“ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თანამშრომლობა საქართველოსთან წარმატებულად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს მონიტორინგის პროცესის დასრულება და პოსტმონიტორინგის რეჟიმში გადასვლა. ჩვენ მზად ვართ, ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ საქართველოს ამ პროცესების წარმატებულად განხორციელებაში და ასევე ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების საქმეშიც. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ოკუპაციას, ევროპის საბჭოს ყველა ხელმომწერი ქვეყნის საზღვარი პატივისცემის ღირსია”, – განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა.

edisher2“ეს იყო წარმატებული ვიზიტი სტრასბურგში. ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ პირადად შეწვხვდი კონგრესის პრეზიდენტს. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაეხმაროს საქართველოს მიმდინარე პროცესების წარმატებულად განხორციელებაში”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას 21-დან 23 მარტის ჩათვლით ესწრებოდა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესი პან-ევროპული ასამბლეაა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, თვითმმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებას და ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას.

სხვა ახალი ამბები: