სავაჭრო ცენტრ “რუხი მოლში” მალე კიდევ ერთი ჰიპერმარკეტი “ლიბრე” გაიხსნება

0

მალე, კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი სამეგრელოს რეგიონში კერძოდ კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, სავაჭრო ცენტრ “რუხი მოლში” გაიხსნება.

ჰიპერმარკეტი მომხმარებელს 15 000 დასახელების ქართულ და იმპორტირებულ პროდუქტს შესთავაზებს. ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი იქნება როგორც უმაღლესი ხარისხის პურ-ფუნთუშეული, ხილ-ბოსტნეული და ხორც-პროდუქტების ფართო არჩევანი, ასევე საკონდიტრო ნაწარმი, თევზეული და სხვა. “ლიბრეში” ასევე წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის სამრეწველო საქონელი.

ჰიპერმარკეტი “ლიბრე” მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.