ივნისის თვიდან ცაიშში გაზიფიცირებისთვის დაქსელვითი სამუშაოები დაიწყება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების პროექტირება დაწყებულია და ივნისის თვიდან დაქსელვითი სამუშაოები დაიწყება. კონკრეტულად კი გეგმაშია სოფლების რიყესა და ცაიშის გაზიფიცირება.

ცნობისათვის, 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოყო. მთავრობის განკარგულება “საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ” 25 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე. ეს არის 21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი სოფლების, როგორიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი და ა.შ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ბუნებრივი გაზი კიდევ 8 000-მდე აბონენტს ექნება.

სხვა ახალი ამბები: