30 ივლისიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

0

get_img30 ივლისიდან მთელს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს, დაბალი ტემპერატურა კი, კიდევ  ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელის დოდო გვაზავას განცხადებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჰაერის  ტემპერატურა 24 გრადუსი იქნება და  ნალექიც შენარჩუნდება.

მისივე თქმით, წვიმიანი ამინდი ინქნება როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში.

„დღეს და ხვალ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში დაბლობსა და სანაპირო რაიონებში,  ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსია მოსალოდნელი. ეს ტემპერატურა ხვალაც შენარჩუნდება და 30 ივლისიდან ტემპერატურა 3 გრადუსით მოიმატებს.  31 ივლისიდან სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 28–30 გრადუსს მიუახლოვდება. შიდა რაიონებში კი, 30–33 გრადუსი იქნება,“– განაცხადა დოდო გვაზავამ.

სხვა ახალი ამბები: