მაღაზია ჭერზე? – ფოტოშოპი თუ სინამდვილე?! (ფოტო)

2

აღნიშნულ ფოტოზე ასახულია იმ მაღაზიის ფოტოკოლაჟი, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ში განხილვის საგანი გახდა. ზუგდიდის ბაზარში მოქმედი ორსართულიანი მაღაზიის ფოტო სოციალურ ქსელში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძემ ატვირთა და facebook საზოგადოებას ამცნო, რომ ზუგდიდში მაღაზია ჭერზე ააშენეს.

12901168_1164647023559164_4749190501370740820_oСнимокსაინფორმაციო სააგენტო smo news ადგილზე გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს მაღაზია არათუ ჭერზე ან სახურავზე, არამედ ბაზრის შიდა ტერიტორიაზეა აშენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნუკრი ესართიამ. ესართია აცხადებს, რომ აღნიშნული მაღაზია რამდენიმე თვიის წინ სწორედ ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 3.000 ლარით დააჯარიმა.

სხვა ახალი ამბები: