ფოთში მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

0

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქალაქ ფოთში ,აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით წყალლარინების (საკანალიზაციო) სისტემების ფუნდამენტური აღდგენა-რეაბილიტაცია იწყება.ეს იქნება სრულმასშტაბიანი პროექტის რეალიზაცია ,რომელიც საფუძვლიანად შეცვლის ფოთის საკანალიზაციო კომუნიკაციების თითოეულ სეგმენტს. პროექტის ღირებულება 37 მილიონ 400 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის “აზერაგრარტიკინტის” წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც დეტალურად განიხილეს პროექტის პრიორიტეტები. “ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის” ფარგლებში, ჩრდილოეთ ნაწილში აშენდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, ხოლო კანალიზაციის სისტემის ნაწილი დაუერთდება სამხრეთ ნაწილში არსებულ გამწმენდ ნაგებობას. შედეგად ფოთის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი კანალიზაციის მომსახურებით.

წყალლარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის ბოლოს დაიწყება,სადაც 150 -მდე ადგილობრივი დასაქმდება.

სხვა ახალი ამბები: