ფოთში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ მამაკაცს დღემდე ეძებენ

0

ფოთში, რამდენიმე დღის წინ დაკარგულ 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ახლობლებისა და მეგობრების განცხადებით, გიგა გოგოხია ფოთში მეგობართან ერთად რესტორანში იმყოფებოდა რის შემდეგაც მათ ზუგდიდში გამგზავრება ტაქსით გადაწყვიტეს.

სავარაუდოდ გიგა გოგოხიასა და ტაქსის მძღოლს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ტაქსის მძღოლი მეგობრებს საპატრულო პოლიციის გამოძახებით დაემუქრა. სწორედ ამის  შემდეგ მეგობრები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. სწორედ ამ მომენტიდან დაიკარგა ერთ-ერთის, გიგა გოგოხიას კვალი.

გაუჩინარებული გიგა გოგოხიას ოჯახი ძებნის ოპერაციის დაჩქარებას ითხოვს.