ამ წუთებში ზუგდიდში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ (ფოტორეპორტაჟი)

0

“ქართული ოცნების” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები ამ წუთებში ზუგდიდში “9 აპრილის” მემორიალთან იმყოფებიან. ისინი პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები “9 აპრილის” მემორიალთან დილის 5 საათამდე აპირებენ დარჩენას.

“დიახ, საქართველოს დამოუკიდებლობის წინაპირობა სწორედ 1989 წლის 9 აპრილი იყო. ჩვენ სწორედ ამაღამ, 27 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ და მათ ხსოვნას პატივს მივაგებთ. ამასთანავე, სრულიად საქართველოს ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი, 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი ,აღსრულდა ნება ქართველი ერისა!”-აცხადებენ “ქართული ოცნების” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.

12928215_254335701578869_6159701259517322641_n12953082_254349021577537_1279363433_o 12959349_254349044910868_1874481810_o 12987217_254335788245527_342840398260545469_nზუსტად 27 წლლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 16 კაცი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის კი ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა გახლდათ.

12970643_254348958244210_1547431937_o 9aprili-zugdidi 12970350_254349798244126_2143125018_o12986390_254349018244204_1283991366_o9 აპრილის დილისათვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები ბრძანების შესასრულებლად მზად იყვნენ. მომიტინგეთა დაშლა საქართველოს მილიციასაც კი არ ანდეს. მოსკოვიდან თვითმფრინავებით საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით გამოაგზავნეს. მიტინგის დარბევას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოარტყეს. შეიარაღებულნი იყვნენ სელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.