ადგილობრივი თვითმმართველობა ეთერ შენგელიას ოჯახს ეხმარება

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ, მის მოადგილესთან გიორგი თოდუასთან და ქალაქის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან თამარ სოსელიასთან ერთად სოციალურად დაუცველი ეთერ შენგელიას ოჯახი მოინახულა.

83 წლის ეთერ შენგელია მარტო უვლის 2 შვილიშვილს, რომელთაგან ერთი მძიმედაა დაავადებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით შენგელიების ოჯახს ერთჯერად ჩაერიცხებათ 500 ლარი, რის შემდეგაც მათ ყოველ თვე გაეწევათ ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით.

ასევე ეთერ შენგელიას ადგილზე მოემსახურებიან ექიმები და ქალაქის თვითმმართველობა მას მედიკამენტების შეძენაში დაეხმარება.

მერაბ ქვარაიას განცხადებით მათ უკვე მიმართეს თხოვნით ,,სოკარ-ჯორჯია გაზის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელობას და უახლოეს დღეებში მოხდება ამ ოჯახის გაზიფიცირება.

სხვა ახალი ამბები: