შექსპირის საღამო აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლაში

0

378259_536460713070900_1286963720_n„… შექსპირი ყველა დროის უდიდესი დრამატურგია, დრამატული პოეზიის ეტალონი, მყარი, დადგენილი სიდიდე, რომელიც ამავე დროს, მუდამ ახლებური აღქმის საგნად რჩება.“
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სწორედ ამ უდიდესი პოეტის შემოქმედებას. ღონისძიების ინიციატორი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი, მანანა შარია ამბობს:
„როგორც ვიცით აპრილის თვეში დაიბადა და გარდაიცვალა შექსპირი და ჩვენ არ შეგვეძლო ყურადღების მიღმა დაგვრჩენოდა მნიშვნელოვანი თარიღი, რომლის წინაშეც ქედს იხრის მთელი მსოფლიო, უკვე V საუკუნეა. ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე დაგვედგა მისი ერთ-ერთი ტრაგედია, „მეფე ლირი“.მოქმედება გადმოვიტანეთ თანამედროვე ეპოქაში, იუმორისტული სახით და ჩავურთეთ მიუზიკლის ელემენტები. საბოლოო ჯამში გამოვიდა მიუზიკლ-სპექტაკლი სახელწოდებით „მეფე ლირი როკ-ვარსკვლავი“. სპექტაკლში ჩართული იყო VII კლასიდან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეები.
ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს მუშაობისას მოუწიათ წიგნთან ურთიერთობა, „მისი გადაფურცვლა“, რამაც უფრო მეტად შეუწყო ხელი შექსპირის შემოქმედების შეცნობას.
აგრეთვე მათ შორის შეიქმნა აბსოლიტურად კოლაბორაციული ატმოსფერო, რომელიც საჭირო და აუცილებელია თანამედროვე ახალგაზრდობისათვის“.

სხვა ახალი ამბები: