31 მაისს “ქუჩის მუსიკის” საერთაშორისო ფესტივალს ბათუმი უმასპინძლებს

0

11289842_1020970024587456_663130783_nქუჩის მუსიკა მსოფლიოში ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბური და მიმზიდველი ხდება. უკრავენ ქუჩაში იმისთვის, რომ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და ხელი შეუწყონ საინტერესო მუსიკალური იდეების განვითარებას.  ქუჩის მუსიკის საერთშორისო ფესტივალს 31 მაისს ბათუმი უმასპინძლებს.

ფესტივალზე მონაწილეობას 300 -მდე ქართველი და უცხოელი მუსიკოსი მიიღებს. ქართული და უცხოელი მუსიკალური ჯგუფების, სოლო შემსრულებლებების, მუსიკალური ორკესტრების მონაწილეობით სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომრები შესრულდება.

ფესტივალი ახალგაზრული ასოციაცია  ,,დრონის’’ ორგანიზებით  და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის“ მხარდაჭერით ხორციელდება. პარტნიორია ორგანიზაცია ,, EREDELI’’

მთელი დღის განმავლობაში იქნება რამდენიმე მუსიკალური წერტილი : კ. გამასხურდიას ქუჩა, მ. აბაშიძის და კ. გამსახურდიას კვეთა, ვაჟა-ფშაველს და მ. აბაშიძის კვეთა – ბიბლიოთეკასთან, მ. აბაშიძის ქუჩა და ევროპის მოედანზე – მედიას ძეგლთან.

პროექტის მიზანი ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია, საერთო  ინტერესების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირება, განსხვავებული სუბკულტურების მიმართ ტოლერანტობის გაზრდა და საქართველოში ქუჩის მუსიკის კულტურისდანერგვაა.

საქართველო ფესტივალს პირველად 2012 წელს შეუერთდა.

სხვა ახალი ამბები: