31 წლის კაილი ჯონსი 91 წლის მარჯერი მაქქულზეა შეყვარებული

0

2mda31 წლის კაილი ჯონსმა რომანი 91 წლის ქალთან გააბა. როგორც კაილი ამბობს, ის მასზე უგონოდაა შეყვარებული.

ფლორიდელმა მამაკაცმა მეგობარი ქალი 50 წლის დედასაც გააცნო. როგორც კაილი ამბობს, ზოგიერთს ქერა ხიბლავს, ზოგს – შავგვრემანი, მას კი მასზე ასაკით უფროსი ქალები იზიდავს. აქვე იმასაც დასძენს, რომ 60 წლიანი სხვაობა მათთვის არაფერია.

ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური ის არის, რომ კაილის რამდენიმე პენსიონერთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ მათ შორის ყველაზე პრივილეგირებული მაინც 91 წლის მარჯერი მაქქულია, რომელსაც კაილი ბოლო ხუთი წელია ხვდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარჯერი მალე ასი წლის იუბილეს იზეიმებს, მაინც შესანიშნავი საყვარელია და სექსიც იდეალური აქვთ.

“პირველად სექსი 18 წლის ასაკში მქონდა და მაშინაც შუა ხნის, 50 წლის ქალი შევარჩიე. ყოველთვის 60-დან 80 წლამდე შეყვარებულები მყავდა. მარჯერი 6 შვილის დედაა და მეორე მეუღლესთან დაშორების შემდეგ 37 წელი მარტო იყო”, – ამბობს კაილი.

სხვა ახალი ამბები: