ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

0

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე დიდების მემორიალთან შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებს ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ვეტერანებმა თანამებრძოლები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, ვალია განსაკუთრებით ვიზრუნოთ ჩვენს ვეტერანებზე, სათანადო პატივი მივაგოთ მათ, ყველა პირობა შევუქმნათ ღირსეული და დაფასებული ცხოვრებისთვის“ -აღნიშნა სიტყვით გამოვლისას მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ.

ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ყველა ვეტერანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი საჩუქარი 350 ლარი გადაეცა.