“ღია საუბრები ღია სივრცეში”- ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ახალგაზრდებს შეხვდა

0

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივითა და საკრებულოს აპარატის ორგანიზებით შედგა შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებთან სახელწოდებით „ღია საუბრები ღია სივრცეში“.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის თანამშრომლებმა, ახალგაზრდული საკრებულოს რეგიონალურმა მენეჯერმა ელენე დარასელიამ და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდმა „ახალგაზრდული ხმები“ ლაშა კვიკვინიას ხელმძღვანელობით.

შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო ახალგაზრდებისგან გაეგოთ აზრი იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უპირატეს გადაწყვეტას მოითხოვს.

„ჩვენ გვქონდა გულღია  საუბრები ახალგაზრდებთან, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, ახალგაზრდებს გავაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმები,  მოვისმინეთ მათი შეხედულებები. აღმოჩნდა რომ გვაქვს ბევრი საერთო შეხების წერტილები. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ უფრო მაშტაბური ხასიათის შეხვედრა გავმართოთ ახალგაზრდებთან რათა უფრო მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს მათთან და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში“ – აღნიშნა ედიშერ ჯობავამ.

დასასრულს ახალგაზრდული საკრებულოს წევრების მხრიდან დაისვა მათთვის საინტერესო კითხვები, რაზედაც მიიღეს ამომწურავი პასუხები.