სენაკის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

0

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში გრძელდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ნოსირისა და გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.

მან ადგილზე დაათვალიერა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმიმართა. მათთვისაც განმარტებულ იქნა სიახლეები საქართველოს კანონში.

სამუშაოები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივი საჭიროებების მოგვარებაზეა ორიენტირებული, მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურ ფაზაშია შესული.

სხვა ახალი ამბები: