“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოდან, პატრიარქს შეხვდნენ

0

სრულიად საქართველოს კაძთოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში “ქართული ოცნების” სამეგრელოს რეგიონიდან წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უმასპინძლა. პატრიარქმა კანდიდატები დალოცა და ქვეყნის სასიკეთო საქმეში წარმატებები უსურვა.

პატრიარქთან შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები ედიშერ თოლორაია და მერაბ ქვარაია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავა. მარტვილისა და აბბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია და ქალაქ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია დაესწრნენ.

დეპუტატობის კანდიდატების შეხვადრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან საათზე მეტხანს გაგრძელდა.

სხვა ახალი ამბები: