ქალაქ ზუგდიდში, 12 ქუჩაზე გარე განათების მოწყობა იგეგმება

0

ქალაქ ზუგდიდის მერია კიდევ 12 ქუჩისა და ჩიხის გარე განათების მოწყობას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მისი ღირებულება 130 ათას ლარს შეადგენს. ტენდერი სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება და სამუშაოები, სავარუდოდ, ამის შემდეგ დაიწყება.

გარე განათება შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა:

წერეთელის ქუჩის V შესახვევი, კუტალიას ქუჩა, კრასნოდარის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა შესახვევით, კობახიძის ქუჩის II შესახვევი, ცაბაძის ქუჩის I შესახვევი, თბილისის ქუჩის ჩიხი, ჩაჩიბაიას ქუჩა, ხერგიანის ქუჩის II შესახვევი, ლერმონტოვის ქუჩის II შესახვევი, ლერმონტოვის ქუჩის I შესახვევი და თავისუფლების ქუჩის მე-3 შესახვევი.

ცნობისთვის, მერიამ 50-ზე მეტი ქუჩისა და ჩიხის გარე განათების მოწყობაზე ტენდერი თებერვალშიც გამოაცხადა, რომლის ღირებულება 700 ათასი ლარი იყო.

სხვა ახალი ამბები: