ედიშერ თოლორაია სოფელ კახათში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

0

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. თოლორაია დღეს, 2 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მცხოვრებლებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატი თემში არსებულ პრობლემებს და საჭიროებებს გაეცნო. ედიშერ თოლორაიამ განვლილ 4 წელზე ისაუბრა და ამომრჩეველს ის პროექტები გააცნო, რაც მისი გამგებლობის პერიოდში სოფელ კახათში განხორციელდა.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო გამგებლობის პერიდში. ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. ვიქნები მაჟორიტარი, რომელიც ხალხზე იზრუნვებს და არა პირად კეთილდღეობაზე” – განაცხადა კახათში გამართულ შეხვედრაზე ედიშერ თოლორაიამ.

შეხვედრა კანდიდატსა და ამომრჩევლებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

სხვა ახალი ამბები: