ედიშერ თოლორაია – ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლო და ამაღელვებელია დღეს თქვენთან ყოფნა

0

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სოფელ ინგირის N1 და N2 საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსა და მოსწავლეებს.

“გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში,რადგან თქვენთვის დღეს ყველაზე განსაკუთრებული დღეა. თქვენ პირველად შეაბიჯეთ იმ დიდ და საოცარ სამყაროში, რასაც სკოლის კედლები ჰქვია. გისურვებთ, მიგეღოთ საუკეთესო ცოდნა და გქონდეთ ცხოვრების ულამაზესი წლები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღევანდელი საზეიმო და ამაღლებული განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგყვეთ. ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლო და ამაღელვებელია დღეს თქვენთან ყოფნა, რადგან წლების წინ მეც ეს სკოლა მაქვს დამთავრებული”,-განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

სხვა ახალი ამბები: