ევროვიზია-2013-ის გამარჯვებულს დღეს გამოავლენენ

1

735062_474947355875093_1027824203_nევროვიზიის 2013 წლის მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულს დღეს გამოავლენენ.

58-ე ევროფესტივალის ფინალში ქართველი მონაწილეები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი მიიღებენ მონაწილეობას. მათ ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.

სოფომ და ნოდიკომ მეორე ნახევარფინალურ საღამოზე სიმღერა “ჭატერფალლ” შეასრულეს.

საკონკურსო სიმღერა “Waterfall” ქართველებისთვის შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა შექმნა. სცენოგრაფიაზე რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობდა. სასცენო კოსტიუმები ქართველი კონკურსანტებისთვის დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ შექმნა.

მეორე ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად ერთობლივად (50%/50%) გამოავლიეს. ესენი არიან – უნგრეთი – ბეიალექსი, აზერბაიჯანი – ფერიდ მამადოვი, საქართველო – სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, რუმინეთი – ცეზარი, ნორვეგია – მარგარეტ ბერგერი, ისლანდია – ეითორ ინგი, სომხეთი – დორიანსი, ფინეთი – კრისტა სიეგფრიდსი, მალტა – ჯანლუკა, საბერძნეთი – ჯგუფი Kოზა Mოსტრა ფეატ და აგათონ იაკოვიდისი.

პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები არიან – მოლდოვა – ალიონა მუნი, ლიტვა – ენდრიუს პოიავისი, ირლანდია – რეიენ დოლენი, ესტონეთი – ბაირგითი, ბელორუსი – ალიონა ლანსკაია, დანია – ემილიე დე ფორესტი, რუსეთი – დიანა გარიპოვა, ბელგია – რობერტო ბელაროსა, უკრაინა – ზლატა ოგნევიჩი, ნიდერლანდები – ანოუკი.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის შვედეთის და “დიდი ხუთეულის” (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები – შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

სხვა ახალი ამბები: