მომღერალ ნინო ჩხეიძის ბინას ჩხრეკენ, სადაც მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა

0

1369144800_00001უკვე სამი საათია პეტრიაშვილის ქუჩაზე, მომღერალ ნინო ჩხეიძის კუთვნილ ბინას ჩხრეკენ იქ სადაც ვანო მერაბიშვილი მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან ერთად ცხოვრობს. ვერაზე პეტრიაშვილის 27-ში ამ წუთებში მერაბიშვილის ოჯახის ახლობლები იკრიბებიან, თუმცა იმის გამო რომ ბინაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შიგნით არავის უშვებენ. “პირველი რადიო” ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. “პირველი რადიოს” ინფორმაციით თაკო სალაყაიასთან ერთად ბინაში იმყოფება კომპიუტერული ქარხანა “ალგორითმის” ხელმძღვანელი გიორგი კორახაშვილი.

ვანო მერაბიშვილი დღეს მთავარმა პროკურატურამ დააკავა, მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით უყენებენ.

სხვა ახალი ამბები: