მერის ინიციატივით ფოთში დასუფთავების აქცია გაიმართა

0

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით, დასუფთავების აქცია „სუფთა ქალაქი“ გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურისა და მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.

აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). დასუფთავების აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით , დასუფთავების აქცია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველ შაბათს მოეწყობა.

სხვა ახალი ამბები: