ინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოაცხადა

0

გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს რაშიდ კანჯი-ოღლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 10 მარტს დაუმძიმა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, რაშიდ კანჯი-ოღლის, რომელიც იმალება, თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ, გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ მოითხოვა, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ძებნაში ინტერპოლი ჩართულიყო.

სხვა ახალი ამბები: