ფოთში ქალაქის მერის ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა

0

ფოთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა,რომელიც ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით მოეწყო.

დასუთავების აქციაში, ამჯერად , შსს დაცვის პოლიციის ფოთის სამმართველოს თანამშრომლები ჩაერთნენ.
აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია).

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით , დასუფთავების აქცია ქალაქში ყოველ შაბათს ეწყობა და ამ ინიციატივას მერიის სამსახურებთან ერთად სხვა უწყების წარმომადგენლებიც შემოურთდნენ.

სხვა ახალი ამბები: