ლევან შონია – ვინც არ უფრთხილდება გარემოს, უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად რეგიონის დასუფთავების სამსახურის უფროსებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა რეგიონში დასუფთავების კუთხით არსებული პრობლემები და საჭიროებები მიმოიხილა.

„გამგებლებთან შეხედრებზე არაერთხელ მითქვამს და თქვენც გეუბნებით, რომ მეტი მუშაობაა საჭირო, ტურისტული სეზონი იწყება და ამაზე საუბარი არ უნდა გვიწევდეს. რამდენიმე ადგილას ცენტრალური გზის განაპირას, პირადად ვნახე თვითნებურად შემნილი ნაგავსაყრელი, დაყრილი სამშენებლო მასალები. ეს არ არის კარგი მუშაობის შედეგი, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. თქვენ გაქვთ ადამიანური რესურსი, გადმოგეცათ ტექნიკა და ურნები მუნიცაიპალური განვითარების ფონდიდან და შედეგი უნდა იყოს საუკეთესო. ითანამშრომლეთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან, სამართალდამცავებთან და ყველა კანონდამრღვევი, ვინც დაყრის ნაგავს, არ უფრთხილდება გარემოს უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად,“ – განაცხადა შეხევდარზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

სხვა ახალი ამბები: