16-17 აპრილს ადგილობრივებს ზუგდიდის მერიის მიერ გამოყოფილი უფასო ავტობუსები მოემსახურებათ

0

16-17 აპრილს აღდგომის და მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში ქალაქ ზუგდიდის მერია ადგილობრივ მოსახლეობას უფასო ტრანსპორტით მოემსახურება. ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსები დილის 6:00-დან  15:00 საათამდე შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ:

მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან:

1. ჭითაწყარის I და II სასაფლაოები.
2. მაცხოვრის კარის სასაფლაო.
3. საჯვაროსა და საანგუროს სასაფლაო.
4. რკინიგზის სასაფლაოს მიმართულებით.
5. ქაფათის სასაფლაო ც.ავტოსადგურის გავლით.

ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან:

ინგირის სასაფლაო.
რკინიგზის სასაფლაო.
საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს სასაფლაოები პუშკინის ქუჩის გავლით.
ჭითაწყარის I და II სასაფლაოები.
მაცხოვრის კარის სასაფლაო.

ზუგდიდის ცენტრალური ავტოსადგურიდან:

მაცხოვრის კარის სასაფლაო.
ჭითაწყარის I და II სასაფლაოები.
საჯვაროს და ყოფილი საანგუროს სასაფლაოების მიმართულებით
ქაფათის სასაფლაო.

ენგურ ქაღალდ კომბინატის დასახლებიდან:

კომბინატიდან ინგირის სასაფლაოს მიმართულებით.
კომბინატი რკინიგზის სასაფლაო-შარტავას და ქუთაისის ქუჩების გავლით.

ცნობისათვის, ზუგდიდის მერიის მიერ გამოყოფილი უფასო ავტობუსები ზემოთაღნიშნული ყველა მიმართულებით საათში ერთხელ იმოძრავებენ.

ინფორმაციას  ზუგდიდის მერია და ააიპ სასაფალოების მართვის ცენტრი ავრცელებს.

სხვა ახალი ამბები: