ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის პატრიარქს ,,აფხაზეთის ეკლესიის” მიღებას სთხოვს

0

previewაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა სრულიად რუსეთის პატრიარქს, თავის იურისდიქციაში ,,აფხაზეთის ეპარქიის” მიღების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ ანქვაბმა რუსულ-აფხაზურ ჰუმანიტარულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დე-ფაქტო პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთის ეკლესიაში კრიზისი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ დაიწყო, როდესაც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სამხედრო აგრესიას დაუჭირა მხარი.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მორწმუნეების სულიერი საზრდოს გარეშე დატოვება არ შეიძლება, აფხაზური და რუსული მართლმადიდებლობის ისტორიული კავშირებიდან გამომდინარე, ეს მაღალი მისია მოსკოვის საპატრიარქომ უნდა აიღოს.

“საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აფხაზეთის ეპისკოპოსის ხელდასმის აუცილებლობა მომწიფდა. აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება, მალე უნდა გადაწყდეს, რათა ძირძველ მართლმადიდებელ ქვეყანაში სამოციქულო მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და ყველაზე არასასრულველი შედეგები ავიცილოთ. ეს არის აფხაზეთის ხელისუფლების მტკიცე რწმენა”, – განაცხადა ანქვაბმა.

სხვა ახალი ამბები: