რუხში “მარათონი 2017” გაიმართა

0

რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,მარათონი 2017″ გაიმართა. ღონისძიებამ სტარტი 12:00 საათზე რესტორან „არგოდან“ აიღო და რუხის სავაჭრო ცენტრთან დასრულდა. სადაც დაჯილოების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა. გარბენის გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.

მათ შორის, GemFest-ის ბილეთები, ფულადი პრიზები შპს “კედასგან” და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათები. ღონისძიების სპონსორები იყვნენ: რუხის სავაჭრო ცენტრი, Gem-fest, კედა, წყალი „სნო“, გამაგრილებელი სასმელი „PEPSI”, რესტორანი “არგო” და საკანცელარიო სერვისი „BestCopy”.

„მარათონი 2017“ – ის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქალაქ ზუგდიდის მერია, ზუგდიდის ტექნოპარკი და რადიო „ათინათი“.

მარათონს, რომლის მთავარი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა, გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, ორგანიზატორები მის ჩატარებას ყოველწლიურად აპირებენ.

ვიდეორეპორტაჟი იხილეთ აქ

სხვა ახალი ამბები: